კომპანია „სარაჯიშვილი“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს განსაკუთრებულად აღნიშნავს და ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს უნიკალური მახასიათებლების სასმელს - ბრენდის „Independence“ უძღვნის, რომელიც 1918 წლის უნიკალური სპირტითაა დამზადებული. 1918 წლის 26 მაისს ქაღალდის ერთ ფურცელზე მელნით  დასმული ხელმოწერები საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ოცნების ახდენის დასტურად იქცა. სწორედ საქართველოს ისტორიისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ფურცელი, მისი სტრუქტურა და მელნის ფერიც კი  კომპანია „ სარაჯიშვილისთვის“ შთაგონების წყაროდ იქცა. პროდუქტის დიზაინი და შინაარსი მთლიანად შთაგონებულია, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ვიზუალური მხარითა და ხელმოწერის აქტით.

პროდუქტის, რაოდენობა განსაკუთრებული და სიმბოლურია -1918. 1918 ბოთლში განსხეულდება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი იმედი უკეთესი, თავისუფალი მომავლის შესახებ, რომელიც  ისეთივე კომპლექსური და მრავალშრიანია, როგორც თავად ეს პროდუქტი. თითოეული ბოთლი გრავირებულია და მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი.

პასპორტი

დამოუკიდებლობის აქტი

ლივერი

INDEPENDENCE

ვრცლად

Copyright 2018 © independence.ge  |  All Rights Reserved

  • Grey Facebook Icon